ამირან გამყრელიძე: ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს

ეს პერსონა

არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ამ ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან კორონავირუსის აღნიშნული ქვეტიპი მეცნიერებისთვის ახალია, საზოგადოება ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

„ეს ინფორმაცია მითი არ გახლავთ, რადგან რესპირაციული ვირუსია და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ამ ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვირუსის ეს ქვეტიპი და შტამი  ახალია, რომლის ისტორიაც მხოლოდ ორი თვეა. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, დიდი ალბათობით, ამ ვირუსის ვირულენტობა თანდათან შემცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top