ამირან გამყრელიძე: ჭაჭა კორონავირუსს არ კლავს

ეს პერსონა

ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ჯდომა, საუბარი და ზომიერად ალკოჰოლის მიღება, მაგრამ ვიღაცებმა დაწერეს, რომ ჭაჭა კორონავირუსს კლავს, ეს ასე არაა. ჭაჭა ძალიან კარგია ხელების დასამუშავებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მე მოვუწოდე მოსახლეობას, რომ შეიკავონ თავი მოგზაურობისგან, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არაა. თუ მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან ვბრუნდებით, გამოვიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა. როდესაც რამდენიმე დღის წინ კოცნაზე ვთქვი, ბევრმა დამცინა. ქართველებს გვახასიათებს, რომ დღეში 2-3-ჯერ ერთმანეთს როცა ვხვხდებით, ვკოცნით. სჯობს შევიკავოთ თავი ამისგან, ვინაიდან ვირუსი წვეთოვანი გზით გადადის. მოგეხსენებათ, ქართულ სუფრას ხშირად აკადემიას უწოდებენ. მეც ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ჯდომა, საუბარი და ზომიერად ალკოჰოლის მიღება, მაგრამ ვიღაცებმა დაწერეს, რომ ჭაჭა კორონავირუსს კლავს, ეს ასე არაა. ჭაჭა ძალიან კარგია ხელების დასამუშავებლად. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. ამ 2 კვირის განმავლობაში სკოლებს კარგად დაასუფთავებენ, დაალაგებენ, ბავშვები მივლენ და ნახავენ, რომ ყველგან დევს საპონი, ხელის დასამუშავებელი საშუალება, მაგრამ ეს უნდა გვქონდეს ყოველთვის.

როდესაც პატივი მაქვს შევხვდე მის უწმინდესობას, ის ყოველთვის მეკითხება, ბავშვებს კბილების გამოხეხვას და ხელების დაბანას ასწავლით? აქედან იწყება ყველაფერი. მსოფლიოს ყველა დიდ სამედიცინო აღმოჩენათა შორის ჰიგიენა და წყლის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

3
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top