დენის შმიგალი უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

ეს პერსონა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად 44 წლის დენის შმიგალი დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 291-მა კანონმდებელმა დაუჭირა.

”ხალხის მოთმინება ამოიწურა. ახლა ჩვენ გვჭირდება რეფორმები”, - თქვა ახალმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში კანდიდატურის წარდგენისას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადაში დღეს გაიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადაყენების კენჭისყრა. საკანონმდებლო ორგანომ, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერის, ალექსეი გონჩარუკის გადაყენებას მხარი დაუჭირა.

ალექსეი გონჩარუკი უკრაინის რადამ აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს აირჩია.

წყარო: kyevpost
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top