მაიკ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა

ეს პერსონა

მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"მე უზომოდ ვამაყობ იმ კამპანიით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც ხმა მომცა და ჩვენი თავდადებული თანამშრომლებისა და მოხალისეების. მსურს, რომ დარჩეთ ჩართული, აქტიური და ერთგული ჩვენი საკითხების მიზნების. მე ვიქნები თქვენს გვერდით! და ერთად, ჩვენ ამას გავაკეთებთ!" - დაწერა ბლუმბერგმა ტვიტერზე.

მედიის ინფორმაციით,  ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში მხარს აშშ-ს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უჭერს.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო, მხოლოდ რეკლამაზე დაახლოებით 500 მილიონი დოლარი დახარჯა. 3 მარტს გამართულ „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზე კი ვერც ერთ შტატში ვერ გაიმარჯვა.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top