მაიკ ბლუმბერგი ტრამპის დამცინავ პოსტს "ვარსკვლავური ომების" ვიდეოთი პასუხობს

ეს პერსონა

მაიკ ბლუმბერგი ტრამპის დამცინავ პოსტს "ვარსკვლავური ომების" ვიდეოთი გამოეხმაურა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა.

"მინი მაიკ ბლუმბერგი საპრეზიდენტო კამპანიას გამოემშვიდობა. დიდი ხნის წინ შემეძლო მეთქვა, რომ მას არ აქვს ის, რაც სჭირდება და შეეძლო დაეზოგა მილიარდობით დოლარი, რეალური ხარჯი. ახლა ის ფულს მძინარა ჯოს კამპანიაში ჩადებს, სახის გადარჩენის იმედით. ეს არ იმუშავებს!" - დაწერა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ბლუმბერგი "ვარსვლავური ომების" ვიდეოთი და შემდეგ სიტყვებით გამოხმაურა - "მალე შევხვდებით დონალდ!"

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერთო, მხოლოდ რეკლამაზე დაახლოებით 500 მილიონი დოლარი დახარჯა. 3 მარტს გამართულ „სუპერ სამშაბათის“ პრაიმერიზე კი ვერც ერთ შტატში ვერ გაიმარჯვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top