ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ეს პერსონა

ნიუ-იორკის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ახალი ტიპის კორონავირუსის 76 შემთხვევის დადასტურების შესახებ განაცხადა.

გუბერნატორ ენდრიუ კუმოს თქმით, ნიუ-იორკში 11 დადასტურებული შემთხვევაა, 57 ვესტსტერის ოლქში, ორი როკლანდიის ოლქში, ოთხი ნასაოს და ორი - სარატოგას ოლქში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის კუთხით პროგრესი მიღწეულია და ამ მხრივ ქვეყანა აქტიურად მუშაობს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 105 479 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 80 652 ჩინეთში, 7041 სამხრეთ კორეაში, 5883 იტალიაში, 5823 ირანში, 799 გერმანიაში, 716 საფრანგეთში.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 58 354-ს აღწევს, მათგან უმეტესი ნაწილი ჩინეთის მოქალაქეა.

0
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top