ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს

ეს პერსონა

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  რაოდენობა მოიმატებს რადგან მსოფლიოში, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ინფიცირებულთა რაოდენობა 24 ათასს აღწევს, საქართველო კი, მსოფლიოს ნაწილია. 

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებში ვირუსით დაინფიცირების  შემთხვევების ზრდაზე, კერძოდ გერმანიასა და საფრანგეთზე, სადაც დაავადებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. გამყრელიძის თქმით,  მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე და  მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top