მექსიკაში აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, რის შემდეგაც ქალს ცეცხლი წაეკიდა - ვიდეო

ეს პერსონა

მექსიკაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე პოლიციელებს და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. უცხოური მედიის ცნობით, მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ  გადაიზარდა, რაც მომიტინგეების ნაწილმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს,  პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ კადრებში  ჩანს, რომ ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შემდეგაც ქალს, რომელიც ფოტოგრაფი აღმოჩნდა, ცეცხლი წაეკიდა.  დაპირისპირების შედეგად  ჯამში 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების მკვეთრი ზრდა გააპროტესტეს.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top