„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს

ეს პერსონა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი, რომელსაც კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ რესპონდენტთან ჰქონდა, კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს. 

„ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან“ - წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ინფორმაციის გავრცელებისთანავე "ეS პერსონა" ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ჟურნალისტი 2 კვირით, კარანტინში საჩხერეში დარჩება.

0
1
3
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top