ანგელა მერკელის ვარაუდით გერმანიაში მოსახლეობის 70% კორონავირუსით დაინფიცირდება

ეს პერსონა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდება. 

აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ბერლინში, კორონავირუსთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მერკელის თქმით, ქვეყნები უნდა მობილიზდნენ, გერმანია კი ამ კრიზისს დეცენტრალიზებული ფორმით შეეჭიდება.

„მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი და არ არსებობს თერაპია, ესე იგი, მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ." - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

0
0
1
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top