ჰარვი ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ეს პერსონა

ცნობილ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს, ნიუ-იორკის სასამართლომ  23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ცნეს დამნაშავედ.

ცნობისთვის, გასულ თვეს ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი თავისი ასისტენტის, მირიამ ჰალეის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და ასევე სტილისტის ჯესიკა მანის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს. ამასთან, მსაჯულებმა პროდიუსერი  ბრალდების სამ პუნქტში გაამართლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა. ამის შემდეგ ვაინშტაინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2017 წელს ჰარვი ვაინშტაინი ათობით ქალმა  სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ვაინშტეინის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top