ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ეს პერსონა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ეს არის პირველი კორონავირუსი, რომელიც პანდემიად გამოცხადდა.

„ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, –  განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ აქამდე არასდროს დაფიქსირებულა კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, რომელიც შეიძლება ამავე დროს გაკონტროლდეს.

„ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ“, - განაცხადა მან.

ახალი​ კორონავირუსი პირველად ჩინეთში, დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. მას შემდეგ კი, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით 24 ადამიანი დაინფიცირდა.

0
0
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top