მამუკა მდინარაძე: მოგიწოდებთ ერთმანეთს მივესალმოთ გულზე ხელის დადებით და თავის დაკვრით - ვიდეო

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მოსახლეობას კორონავირუსის გამო ტრადიციულ მისალმებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

„მივიღე გამოწვევა. ეს ვიდეოები ახალ კორონა ვირუსზე ათიათასჯერ სწრაფად უნდა გავრცელდეს!“ - წერს მდინარაძე

მდინარაძის თქმით, მან გამოწვევა დიმიტრი ჩხეიძისგან მიიღო და აქციას სიამოვნებით შეუერთდა. მან აქციაში მონაწილეობის მისაღებად არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, კახა კუჭავა, მაგდა ანიკაშვილი, ქეთი კვინიკაძე და პარლამენტში მომუშავე ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი გამოიწვია.

 

2
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top