ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს

ეს პერსონა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს, ეშაქ შაჰანგირს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე დღე მთავრობის სხდომებს არ ესწრებოდა. ბოლო მთავრობის სხდომა პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ჩაატარა. შეხვედრაზე მისულ მინისტრებს ნიღბები ეკეთათ.

ირანის ვიცე-პრეზიდენტის ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების ეს მეორე შემთხვევაა. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ირანის ვიცე-პრეზიდენტი ოჯახისა და ქალთა საკითხებში, მასუმ ებტეკარი დაინფიცირდა.

ახალი კორონავირუსი დაუდგინეს ირანის მთავრობის ორ წევრსაც. ირანის კულტურისა და მრეწველობის მინისტრები კარანტინში არიან მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 9000 შემთხვევა დაფიქსირდა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top