თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა არ იგეგმება

ეს პერსონა

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რის თანახმადაც, დღეს 23.00 საათიდან 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა იგეგმება.

„მეგობრებო, არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ... სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!", - წერს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი.

 

0
2
2
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top