გიორგი გახარია: მთავრობის ყველა ორგანო, 24-საათიანი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის 

ეს პერსონა

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს ეხება: ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს. ასევე, ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუქნციონირებენ. პრემიერ თქმით, ახლა პანიკის დრო არ არის და მთავარია ერთიანობა.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე", - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top