„იუვენტუსის" მცველს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა

ეს პერსონა

ტურინის „იუვენტუსის” ფეხბურთელს დანიელ რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება

კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელის ავადმყოფობის პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამ დროისთვის, აღრიცხავენ ყველა ადამიანს, ვისთანაც ფეხბურთელს კონტაქტი ჰქონდა.

შეგახსენებთ,იტალიის  ჩემპიონატის დაგეგმილი ყველა მატჩი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერებულია.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top