საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ეს პერსონა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფელი ჩქვალერი.

აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო.

კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები - ვერონა და რუსიანი

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:

გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.

იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი და საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა

მცხეთა-მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი - ჭართალი.

ქვემო ქართლი: თეთრიწყარო.

ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top