"სუხიშვილები" კორონავირუსის გამო ევროპულ ტურნეს წყვეტს

ეს პერსონა

ქორეოგრაფილი ანსამბლი „სუხიშვილები“ , რომელიც ევროპული ტურნის ფარგლებში უკრაინაში იმყოფება, ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ტურნეს წყვეტს. 

„ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით ანსამბლი 1 თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ კონცერტები პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი.

გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონა ვირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდუსერები ყველა ღონეს ხმარობენ რომ უახლოვესი რეისით დაგავბრუნონ საქართველოში.

საბედნიეროდ დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას - ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.
ასევე გაცნობებთ რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები“- წერია "სუხიშვილების" "ფეისბუქ" გვერდზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top