დანია კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

ეს პერსონა

კორონავირუსის საფრთხის გამო დანია ევროპაში მეორე ქვეყანა გახდება, რომელიც ქვეყნას ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს. 

დანიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში სკოლები, უნივერსიტეტები და საბავშვო ბაღები 2 კვირით დაიხურება. მისი თქმით, ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელებას შეანელებს. 

აკრძალვები შეეხება იმ ღონისძიებებსაც, სადაც 100-ზე  მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. დანიის მთავრობა კერძო სექტორში დამსაქმებლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს. 

ამ კვირაში, დანიაში კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ, ახალი ტიპის კორონავირუსის 617 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top