პუტინის გამოსვლას ესწრებოდა დეპუტატი, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია

ეს პერსონა

რუსეთის დეპუტატმა, სერგეი კატასონოვმა საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია დამალა და აუცილებელი 14-დღიანი თვითიზოლაციის რეჟიმი არ დაიცვა. ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასაც დაესწრო. ამის შესახებ Meduza წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დეპუტატი იმ სხდომას ესწრებოდა, რომელზეც რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ მსჯელობდნენ. სხდომაზე სიტყვით ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც გამოდიოდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სათათბიროს სპიკერმა, კატასანოვს რუსეთის დუმის შენობის საშვი ორი კვირით გაუუქმა, ის დეპუტატები კი, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდათ, კარანტიზე გაგზავნა. 

დეპუტატი აცხადებს, რომ პუტინის გამოსვლის დროს ტრიბუნისგან შორს იჯდა და პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top