აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

ეს პერსონა

აზერბაიჯანში ახალი  კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი  1969 წელს დაბადებული ქალია, რომელიც ირანიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების სულ 15 შემთხვევაა დადასტურებული.

0
0
1
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top