კატანა რომელმაც ათასწლეულს გაუძლო და ისევ ისეთი ბასრია როგორც პირველ დღეს

ეს პერსონა

თუ ოდესმე ტოკიოს ნაციონალურ მუზეუმში მოხვდებით, აუცილებლად ნახავთ კატანების გამოფენას, სადაც ათასწლოვანი კატანა სახელად მიკაძუკი მუნეჩიკაა გამოფენილი. ეს ლეგენდარული ხმალი სანჟო მუნეჩიკამ ჰეიანის პერიოდიში (794-1185 წწ) გამოჭედა. სანჟო მუნეჩიკა იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია და მისი კატანები არა ერთხელ ამოტივტივებულა იაპონიის ისტორიაში.

ლეგენდის თანახმად მუნეჩიკა  ისე მოიხიბლა საკუთარი ქმნილებით რომ მას მიკაძუკი დაარქვა, რაც ქართულად ნახევარმთვარეს ნიშნავს. 

და მაინც რატომ ნახევარ მთვარე?!  ასეთი სახელის საიდუმლო  ჭედვის პროცესშია. როდესაც მეტალი მაღალ ტემპერატურაზე აჰყავთ და შემდეგ უცებ აცივებენ, ის უფრო მეტ სიმყარეს იძენს და კოროზიასაც უფრო კარგად  უძლებს - ფაქტი სახეზეა.

ყოველი ასეთი პროცესი თავისთავად უნიკალურია, რაც სანჟოს კატანებს უფრო ინდივიდუალურს ხდიდა. ამიტომ ავტორი ყოველ კატანას სხვადასხვა გამოსახულებით ნიშნავდა. სანჟოს სავიზიტო ბარათი კი ხმლებზე მთვარის ფაზების დატანა იყო.

მიკაძუკი მუნეჩიკამ ათასწლეულს გაუძლო და ისევ ისეთი ბასრია, როგორც  პირველ დღეს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top