რა არის პანდემია და რატომ გამოიყენება ეს ტერმინი ახლა

ეს პერსონა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავისუსი (COVID-19) ოფიციალურად გამოაცხადა პანდემიად. ეს არის პირველი კორონავირუსი, რომელიც პანდემიად გამოცხადდა.

ამ ტერმინის გამოყენებისგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აქამდე თავს იკავებდა. WHO-ის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა - "ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ."

რა არის პანდემია?

პანდემია აღნიშნავს ინფექციურ დაავადებას, როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ხდება ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება. 

ბოლოს პანდემიად "ღორის გრიპი" გამოცხადდა 2009 წელს, რომელმაც შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. პანდემიები უფრო სავარაუდოა, მაშინ როდესაც თუ ვირუსი ახალია. მას შეუძლია ადვილად დააინფიციროს ადამიანი და შეძლოს ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება ეფექტური და მდგრადი გზით. კორონა ვირუსი კი აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტს. ვაქცინის ან მკურნალობის არ არსებობის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი გავრცელების პრევენცია.

რატომ გამოიყენეს ეს ტერმინი ახლა?

თებერვლის ბოლოს, დოქტორმა  ტედროსმა განაცხადა, რომ კორონა ვირუსი იყო პოტენციური პანდემია, მაგრამ იმ მომენტისთვის მის გავრცელებას არ ჰქონდა გლობალური სახე.

დღეს მდომარეობა შეიცვალა, ინფექციასთან მებრძოლ ქვეყანათა რაოდენობა და რიცხვები განსხვავებულია: 118 ათასი დადასტურებული შემთხვევა 114 ქვეყანაში.

სახვადასხვა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება, არ ცვლის მის სახეს და ქცევას. როგორც ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია ვარაუდობს, ერთადერთი, რაც შეიცვლება ეს არის ვირუსთან გამკლავების გზები.  

როგორც დოქტორმა ტედროსმა განაცხადა - რიგი ქვეყნები ებრძვის გამოცდილების უკმარისობას , ნაწილი ქვეყნების რესურსების ნაკლებობას და ნაწილს არ აქვს ზუსტი მოქმედების გეგმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას ურჩევს:

1. შეიმუშავონ სწრაფად რეაგირების მექანიზმები;
2. მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია რისკების შესახებ და თუ როგორ დაიცვან თავი ვირუსისაგან;
3. იპოვონ, იზოლაცია მოახდინონ, შეამოწმონ  და დაამუშავონ ყველა შემთხვევა და კონტაქტი COVID-19 ინფიცირებულ ყველა პირთან.

,,ჩვენ არ შეგვიძლია ხმამაღლა  და მკაფიოდ განვაცხადოთ რომ  ყველა ქვეყანა შეძლებს ზუსტად ამ წესების დაცვას მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა შესძლებს პანდემიის დამრცხებას“ - განაცხადეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის 127 863 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 4718 ფატალურად დასრულდა, ხოლო 68 310 დაინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, თუმცა აქ დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული. ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იტალია ითვლება, სადაც 12 462 შემთხვევაა დაფიქსირებული. 10 075 დაფიქსირდა ირანში. სამხრეთ კორეაში - 7 869; საფრანგეთში - 2 282; ესპანეთში - 2 277; გერმანიაში - 2 078.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top