სამართალდამცავებმა ​თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს

ეს პერსონა

ბათუმში, ექიმებმა​ თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, მოქალაქე სამართალდამცავების დახმარებით კარანტინში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გაავრცელდა.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, თვითიზოლაციაში მყოფ პირს, ჰქონდა თუ არა მოქალაქეებთან კომუნიკაცია უცნობია.

„თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოქალაქეს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

 

0
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top