12 მარტს, საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩი აღარ ჩატარდება

ეს პერსონა

12 მარტს დაგეგმილი საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება აღარ გაიმართება. მატჩის გადადების მიზეზი კორონავირუსის საფრთხეა. ამის შესახებ "რაგბი ევროპას" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ევროპაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, "რაგბი ევროპა" აცხადებს ყველა მატჩისა და ტურნირის შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილება იმოქმედებს 13 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით." - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ოთხ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. ინფიქციის გავრცელების ეპიცენტრად იტალია ითვლება, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი 12 462-ს აღწევს.

ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. მათგან უმეტესობა იტალიასთან შემხებლობაშია.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top