ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეს პერსონა

ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ტიპის კორონავირუსით გავრცელების საფრთხის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა განაცხადა.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში დარჩება 14 აპრილამდე, რათა ამ პერიოდში შეიზღუდოს ვირუსის გავრცელება. პრემიერის განცხადებით, 13 მარტიდან 14 აპრილამდე, ლატვიაში იხურება ყველა სასწავლო დაწესებულება და სწავლება დისტანციურად განხორციელდება.

ასევე აიკრძალა ყველა საჯარო ღონისძიება, შეკრება, პიკეტი და მსვლელობა, რომელშიც 200 ადამიანზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ ქვეყანა. მთავრობა სახელმწიფო საზღვრების დაკეტვას არ გეგმავს.

ამ დროისთვის, ლატვიაში კორონავირუსით 16 ადამიანია დაინფიცირებული, 200-ზე მეტი კარანტინში იმყოფება.

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top