დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას არ აპირებს

ეს პერსონა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახალ კორონავირუსზე ტესტს არ ჩაიტარებს. ამის შესახებ გამოცემა Forbes თეთრ  სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.  
თეთრმა სახლმა განცხადება მას შემდეგ  გააკეთა, რაც ცნობილია გახდა, რომ  გასულ კვირას დონალდ ტრამპი შეხვდა ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.  
თეთრი სახლის პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს პოლიტიკოსთან პირდაპირი კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონია. ამავდროულად, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, შეხვედრის დროს მისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.

0
3
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top