„არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას კორონავირუსი დაუდგინდა

ეს პერსონა

საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი სპორტი“ ავრცელებს. 
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მიკელ არტეტას ვირუსი დაუდგინდა, ლონდონის საწრთვნელი ცენტრის დახურვა გახდა საჭირო. პირები კი რომლებსაც მწრთვნელთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ, უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ტესტი მას შემდეგ ჩავიტარე, რაც თავი ცუდად ვიგრძენი, როგორც კი გამოვჯანმრთელდები სამუშაოს დავუბრუნდები,“- აცხადებს „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top