გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობის დღეს გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ - შესაძლოა ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა. გახარიას თქმით, სახელმწიფო ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავს, კორონავირუსთან საბრძოლველად. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამომცხადების აუცილებლობა არ არის.

"ქვეყნებმა, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ამასთან ერთად განმარტეს, რა ღონისძიებებს ითვალისწინებს ეს საგანგებო მდგომარეობა. თქვენ თუ დააკვირდებით, იმ ღონისძიებს, რომლეიც უკვე გავატარეთ - ჩევნ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგვიცხადებია, მაგრამ იგივე ღონისძიებები უკვე რამდენიმე კვირაა დაწყებული გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ. გულწრფელად გეუბნებით, რომ ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დღეს გამოცხადების აუცილებლობას ვერ ვხედავ. შესაძლოა ეს აუცილებლობა დადგეს ხვალ", - განაცხადა გახარიამ.

0
0
0
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top