ანგელა მერკელმა მოსახლოებას საგანგებო განცხადებით მიმართა

ეს პერსონა

ანგელა მერკელმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.  გერმანიის კანცლერმა მოსახლოებას  მოუწოდა საზოგადოებრივ კონტაქტებს მაქსიმალურად მოარიდონ თავი და დარჩნენ სახლში. მერკელმა სიტუაციას  იმაზე მეტად უჩვეულო და საფრთხილო უწოდა ვიდრე ეს იყო გერმანიაში ბანკების კრიზისის დროს, 2008-2009 წლებში. მან  გააუქმა  ყველა მსხვილმასშტაბიანი ღონისძიება. მოუწოდა საავადმყოფოებს, შესაძლებლობების ფარგლებში,  ოპერაციები გადადონ  2-3 თვით.  ასევე განაცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას, მაქსიმალურად მეტი ინტენსიური საავადმყოფოები კორონავირუსთან საბრძოლველად. მერკელმა მოუწოდა გერმანიის 16 მიწის გუბერნატორს განიხილონ სწავლის შეჩერების საკითხიც.   შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის გერმანიაში კორონა ვირუსის 2399 შემთხვევაა დაფიქსირებული  - აქედან 6 გარდაცვალების ფაქტი.

0
0
1
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top