ინდური მისალმება - ნამასტე კორონავირუსის გამო მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება

ეს პერსონა

 ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში  ეტიკეტის ახალი წესები დაამკვიდრა.  მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შეშფოთებულია იმით, რომ ხელის ჩამორთმევამ, ჩახუტებამ და კოცნამ შეიძლება ძალიან სწრაფად გაავრცელოს ინფექცია, სულ  უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის მსოფლიო ლიდერებიც  მისალმების ინდურ მეთოდს, ნამასტეს მიმართავენ. 

ამას  ადასტურებს ბოლო დღეებში გავრცელებული კადრები სადაც მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს ამ ჟესტით ესალმებიან- მათ შორის, დონალდ ტრამპი და პრინცი ჩარლზი.  ნამასტესკენ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.

ამასთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, რომელმაც  ხელი შეუწყო ამგვარი მისალმების გავრცელებას, განაცხადა, რომ როგორც იქნა მსოფლიომ სწორი მისალმების ფორმა იპოვა. 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top