პოლიტიკოსები, მსახიობები და სპორტსმენები - ვის აღმოაჩნდა კორონავირუსი

ეს პერსონა

ახალი ტიპის კორონავირუსს ვერც ცნობილმა სახეებმა აარიდეს თავი. პანდემია 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და არაერთ პოლიტიკოსს, მსახიობს და სპორტსმენს დაუდასტურდა. 

ტომ ჰექნსი

64 წლის ამერიკელი მსახიობი ტომ ჰენქსი პირველი ვარსკვლავია, რომელსაც მეუღლესთან ერთად კორონავირუსი დაუდგინდა. მსახიობი თვითიზოლაციაში იმყოფება


კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლი სოფი ტრიუდო

კორონავირუსს გვერდი  ვერც კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და მისმა მეუღლემ აუარეს. სოფი ტრუდის ვირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. პრემიერ-მინისტრი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.


ტომ ჰექნსის ცოლი რიტა ვოლსონი

როგორც ჩანს ვირუსი ვარსკვლავურ წყვილებს მარტივად სტუმრობს. კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა ტომ ჰენქსის 63 წლის მეუღლე, რიტა ვილსონისთვისაც


NBA-ს ვარსკვლავი რუდი გობერტი

"წარმოდგენა არ მქონდა, რომ ინფიცირებული ვიყავი" - კორონავირუსის ტესტი დადებითი აღმოჩნდა NBA-ს კალათბურთელ რუდი გობერტისთვის


ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი ფაბიო ვაიანგართენი

კორონავირუსი ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, ფაბიო ვაიანგართენხ დაუდასტურდა. მას შეხვედრა  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჰქონდა. 


ფეხბურთელი დანიელ რუგანი

კორონავირუსი ტურინის „იუვენტუსის” ფეხბურთელ დანიელ რუგანსაც დაუდასტურდა


დონოვან მიტჩელი

"იუტა ჯაზის" ვარსკვლავ დონოვან მიტჩელს კორონავირუსი დაუდასტურდა


მიკელ არტეტა

საფეხბურთო კლუბ არსენალის მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა


ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეშაქ შაჰანგირი

11 მარტს ირანის ვიცე-პრეზიდენტს, ეშაქ შაჰანგირს კორონავირუსი დაუდგინეს


მასოუმეჰ ებტეკარი

ებტეკარი ირანის პრეზიდენტის მოადგილეა ქალებისა და ოჯახის საქმეებში


ნედინ დორისი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. ნედინ დორისი ტესტირების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება. მას პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთანაც ჰქონდა კონტაქტი.


23 ირანელ პარლამენტარს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის პარლამენტის 23 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. 


ფრანკ რისტერი

10 მარტს, საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top