უკრაინაში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა

ეს პერსონა

უკრაინაში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილია 71 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი 12 მარტს დაუდგინეს. 

უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს დაფიქსირდა. უკრაინის მთავრობამ სასწავლო დაწესებულებები 3 კვირით დახურა.

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top