ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა

ეს პერსონა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ The Telegraph წერს.

ბოლსონარუ იძულებული გახდა ტესტი ჩაეტარებინა მას შემდეგ, რაც მის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

პრეზიდენტის ვაჟის, ედუარდუ ბოლსონარუს განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირებას ოჯახის ყველა წევრი გაივლის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 85 შემთხვევაა აღრიცხული.

0
0
1
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top