შოტლანდიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

შოტლანდიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The SUN წერს.

ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში, კორონავირუსით გარდაცვალების 8 და ვირუსით ინფიცირების 594 შემთხვევაა აღრიცხული.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 132 536 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 4 947 ფატალურად დასრულდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top