ამერიკის ხმა: დონალდ ტრამპი სავარაუდოდ აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

ეს პერსონა

დონალდ ტრამპი აშშ-ში საგანგებო მდგომარეობას სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ამერიკის ხმა სოციალურ ქსელში წერს.

საგანგებო მდგომარეობის შემოღებით აშშ-ის ფედერალური მთავრობა სარეზერვო ფონდიდან ფინანსურ სახსრებზე, კერძოდ, 42 მილიარდ დოლარზე მიიღებს წვდომას. ასევე მიღებული იქნება საგანგებო ზომები ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კორონავირუსის საკითხზე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა და 1264-ს მიაღწია. ახალი ტიპის კორონავირუსი კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად სამი დღის წინ გამოაცხადა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top