საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლას დროებით წყვეტს

ეს პერსონა

საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმოსვლას დროებით წყვეტს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს  შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ. 

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.  

შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top