აშშ-ში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეს პერსონა

კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 1984 წლის სტეფორდის კანონის შესაბამისად მოხდა, რომელიც ფედერალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. უბედური შემთხვევების დროს დახმარების გაწევის ფონდში 42 მილიარდი დოლარია აკუმულირებული და ფედერალურ ხელისუფლებას წვდომა ექნება ამ თანხებზე საგანგებო მდგომარეობის დროს.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top