პოლონეთი შენგენის ქვეყნებთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ეს პერსონა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პოლონეთის მთავრობამ შენგენის ქვეყნებთან თავისუფალი გადაადგილების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საზღვრებზე დროებითი კონტროლის აღდგენაზე. საუბარია შენგენის ზონის შიგნით საზღვრებზე, ვინაიდან უკრაინასთან, რუსეთსა და ბელარუსთან სასაზღვრო კონტროლი ისედაც ხორციელდება“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი 10 დღე იმოქმედებს, ხოლო შემდეგ ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება კიდევ 20 დღით გახანგრძლივდეს.

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 ფატალურად დასრულდა.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top