თბილისში, მეწარმეების გარკვეული კატეგორია 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

ეს პერსონა

"მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები ან მიწები, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობების ფარგლებში ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას და ქალაქის ეკონომიკის ზრდას. კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა მცირე და საშუალო ბიზნესს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ის მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები ან მიწები, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ. დღეის მონაცემებით, თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში კი 314 ადამიანი იმყოფება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top