ნიკოლ ფაშინიანი და მისი ცოლი თვითიზოლაციაში გადავიდნენ

ეს პერსონა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირების გამო, სევანის აგარკზე თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში თქვა.

“გუშინდელი დღის შემდეგ აღელვებული ვართ, მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა და თვითიზოლაცია გადავწყვიტეთ. 7 მარტს ანა ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა და გადაეხვია”, - აცხადებს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რის თანახმადაც ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია მოგვიანებით ბოლსონარომ უარყო და მედია "ფეიკ ნიუსების" გავრცელებაში დაადანაშაულა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top