დიმიტრი მედოევი: თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს - საზღვარი საიმედოდ ჩავკეტეთ

ეს პერსონა

სამხრეთ ოსეთში ყველა ზომაა მიღებული, რომ ამ სენმა საქართველოდან ქვეყანაში არ შემოაღწიოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალს საქართველოს დახმარება არ სჭირდება.

„საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხის ტალღა მოაწყდება უფრო დაცულ ქვეყნებს. ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტალღამ ჩრდილოეთის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის გავლით დაიწყოს გადაადგილება.

საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანურობის გამოვლინება და თვით ისეთ თემაზეც კი, როგორიც კორონავირუსია, ცდილობენ პოლიტიკური პიარი ააგონ. ამის ნაცვლად უმჯობესია საკუთარი მოქალაქეების მკურნალობით დაკავდნენ“, - დასძინა მედოევმა.

2
51
3
3
26
კომენტარები
ეს პერსონა
Top