ამირან გამყრელიძე: შემიძლია უკვე ვთქვა, რომ საქართველოში გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გადაცემის ე.წ. მესამეული ფაქტი დაფიქსირდა.

"შემიძლია უკვე ვთქვა, რომ დღეს  გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე  თქმით, ახალი შემთხვევები უკავშირდება იტალიას, პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

„ეს 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში მოგზაურობის ისტორია. დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას",  - განაცხადა გამყელიძემ. 

 

0
1
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top