პაატა იმნაძე: ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ

ეს პერსონა

ზარბაზნები გვაქვს, მეზარბაზნეები ბევრი გვყავს, შეგვიძლია წყნარად ვიყოთ, - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ  ჟურნალისტებს, კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.

„ჩამოსულებს მივმართავ კიდევ ერთხელ, მოერიდონ პირველ რიგში თავიანთ ახლობლებს, თავიანთი ოჯახის წევრებს. თუ თვითიზოლაციაში არიან, დაიცვან წესები. თქვენ იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს და თუ არ ვცდები, უკვე 10-ზე მეტი ადამიანია, რომელიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინში იმიტომ, რომ არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. აქედან გამომდინარე, ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები”, - განაცხადა იმნაძემ.

8
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top