ამირან გამყრელიძე: მზად ვართ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დავეხმაროთ

ეს პერსონა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დახმარება აღმოუჩინონ. მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დაავადების დიაგნოსტირების საშუალება არ არსებობს, შესაბამისად, საეჭვო შემთხვევების ლაბორატორიულად გამოვლენა ვერ მოხდება.

„გარკვეულწილად მეც ჩართული ვარ ამ ურთიერთობაში და ვიცი სიტუაცია. სამწუხაროდ, იქ დიაგნოსტიკის საშუალება არ აქვთ, რომ იყოს შესაძლო შემთხვევა, ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ დიაგნოსტიკაში დავეხმაროთ და თუ საჭირო გახდა, მერე ავადმყოფის გადმოყვანაში და თავისთავად, მკურნალობაშიც. ეს არის ჩვენი შეთავაზება, რომ ჩვენ მზად ვართ მათ მივხმაროთ პირველ რიგში, შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირებში და მათ შემდგომ მართვაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8
0
1
0
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top