კეკელიძე: ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომლებს, რომლებიც 70 წელს გადაცდნენ და სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, ნივთ-პროდუქტებს მივაწვდით 

ეს პერსონა

ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომლებს, რომლებიც 70 წელს გადაცდნენ და მარტოხელები ან სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, ნივთ-პროდუქტებს მივაწვდით, - ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.  კეკელიძე იემდოვნებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც გაიზიარებენ.

"ძვირფასო მეგობრებო!
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის შესაძლებლობები შეზღუდულია, ვფიქრობ, რომ თუ ეპიდემიური მდგომარეობა გართულდება და არის ამის გარკვეული მოლოდინი, თითოეულმა ჩვენგანმა, მით უფრო გარკვეული ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, მოხალისეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ყოველდღიურად არაერთი ხანდაზმული მწერს და შიშობს სავარაუდო იზოლაციის გამო. ცხადია, ყველას ვერ, მაგრამ ამ ეტაპზე, დინამიკის დაკვირვების და შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომლებს, რომლებიც 70 წელს გადაცდნენ და მარტოხელები ან სპეციალური საჭიროების მქონენი არიან, ყველა სამედიცინო წესის დაცვით, ნივთ-პროდუქტებს მივაწვდით.
იმედი მაქვს ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც გაიზიარებენ", - წერს კეკელიძე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top