"სმურფების" მსოფლიო რეკორდი მოხსნილია - კორონავირუსის მიუხედავად საფრანგეთში 3500 ადამიანი შეიკრიბა

ეს პერსონა

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსი  ჯერჯერობით "წასვლას" არ აპირებს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ COVID-19  პირველი გლობალური ვირუსი არაა, რომელიც კაცობრიობის დიდი პრობლემა გახდა. უახლოეს ისტორიაში ამის თვალსაჩინო მაგალითია 2009 წლის H1N1, ასევე  1918 წლის ესპანური გრიპი, რომელიც მსოფლიოსთვის მძიმე შედეგებით დასრულდა. პანიკას, რომ არ უნდა ავყვეთ, ეს დღეს უკვე ლოზუნგივით ჟღერს, თუმცა მართლაც გვაქვს რეალური მიზეზი რომ ვინერვიულოთ?!  

მეცნიერები  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ, თუმცა მათი შრომა ვერას გახდება, თუ ადამიანები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციებს არ გაითვალისწინებენ. გლობალური პანდემიის ფონზე ბევრმა ადამიანმა გადაახალისა თავისი პიორიტეტები. კერძოდ, გადადეს ფრენები, არ წავიდნენ  სპორტული ღონისძიებზე, კონცერტებზე და ა.შ.

ყველაფერი ზემოთთქმულს მიუხედავად, მაინც გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამ საყოველთაო დილემას სხვაგვარად უყურებენ.

წინა კვირას საფრანგეთში, კერძოდ კი ქალაქ ლანდერნაუში, პოპულარული ანიმაციური გმირის - "სმურფის" ფორმაში გამოწყობილი 3500-მდე ადამიანი შეიკრიბა. ცისფერსახიანი და თეთრქუდიანი პერსონაჟის რაოდენობით, მათ აქამდე არსებული რეკორდი გააუმჯობესეს.  3500-მა ადამიანმა ზურგი აქცია კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველა იმ ცნობას, რაზეც მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას.

"არავითარი რისკი არ არსებობს, ჩვენ ხომ "სმურფები" ვართ ჩვენ "სმურფირებას" გავუკეთებთ კორონავირუსს" - აღნიშნეს შეკრებილებმა.

ფაქტია, რომ "სმურფერებს" კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეები მართლაც არ ადარდებთ. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top