5 რჩევა ჯანსაღი ძილისთვის

ეს პერსონა

გარდა იმისა, რომ ცუდი ძილი იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებადობას, მეხსიერების პრობლემებსა და ყურადღების გაფანტვას, ამან შესაძლოა საქმიანობაში და  ურთიერთობებშიც შეგიშალოთ ხელი. კარგად გამოძინება განურჩევლად ყველა ადამიანისთვის აუცილებელია, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ძილის მწვრთნელის,(დიახ, ასეთი პროფესიაც არსებობს) ფლორის ვაუტერსონის, 5 სასარგებლო რჩევას.

1.  დაივიწყეთ მითი 8-საათიანი ძილის აუცილებლობაზე 

მკაცრმა მოსაზრებამ, რომ რვა საათის განმავლობაში აუცილებლად უნდა იძინოთ, სინამდვილეში შეიძლება გამოიწვიოს ძილის სტრესი.
თუკი უფრო ადრე გაგვეღვიძათ და არ ადგებით, რადგან "საწოლში რვა საათი უნდა იყოთ",  ექსპერტის მოსაზრებით, ალოგიკურია.
თქვენ უნდა იპოვოთ საკუთარი ძილის რიტმი და ხანგრძლივობა. დაიძინეთ განსაზღვრულ დროს და ადექით მაქსიმალურად  დროულად.

2.  არ დაიჯეროთ ამბები „ცოტა ძილის“ შესახებ

ამბები კომპანიების მენეჯერების ან პოლიტიკოსების შესახებ, რომელთაც მხოლოდ რამდენიმე საათით ძილი სჭირდებათ, ლეგენდასავით ჟღერს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ადამიანთა მცირე ნაწილს შეუძლია გაუმკლავდეს ძილის ნაკლებობას.
მათ, ვისაც  ძილისთვის დრო პრაქტიკულად  არ აქვს, ძილის მწვრთნელი გამოსავალს სთავაზობს. ფლორის ვაუტერსონის თქმით, მათ შეუძლიათ „ივარჯიშონ“ და საჭირო ენერგია „ფხიზელი ძილით“ აინაზღაურონ.
ერთ-ერთი ასეთი „ვარჯიშის“ არსი შემდეგში მდგომარეობს: ხელში გასაღებების აცმა დაიჭირეთ და ჩათვლიმეთ. როგორც კი ღრმა ძილში გადაეშვებით, თქვენი ხელი მოდუნდება, გასაღებების აცმა ძირს დავარდება და ადვილად გაგეღვიძებათ.

3. პატარა ნაბიჯები დიდი ცვლილებებისკენ

არ არსებობს ერთადერთი გზა უკეთესად დასაძინებლად; არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
ძილის წინ გონების „გათიშვა“ კარგია, რადგან ფიქრი და ბჭობა ვერ დაგეხმარებათ მოდუნებაში და დაძინებაში.
თქვენ დიდ შედეგებს მიაღწევთ თქვენი ცხოვრების წესების ეტაპობრივად დალაგებით, იქნება ეს დიეტა, ფიზიკური დატვირთვა თუ ცხოვრების რიტმი.
მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვება და პრობლემის შემჩნევა, შესაძლოა უმნიშველოვანესი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

4. კარგად ჭამეთ და დაისვენეთ ტელეფონისაგან

სწორი კვება და გონების განტვირთვა - ეს ის ორი საყურადღებო საკითხია, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კარგად გამოძინებისთვის.
„ტკბილი ძილი შენი თეფშიდან იწყება“ - ჯანსაღი საკვები, ნახშირწყლებთან, შაქართან და ალკოჰოლთან სიფრთხილის დაცვა.
დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, არ დაგავიწყდეთ ტელეფონის შორს გადადება. 

5. დამსაქმებლებმა უნდა შეხედოთ თქვენი თანამშრომლების ძილს, როგორც ინვესტიციას

ხელმძღვანელები მკვეთრ გაუმჯობესებას დაინახავენ საკუთარი თანამშრომლების მუშაობაში, როცა მათ კარგად გამოძინების და დასვენების საშუალება მიეცემათ. შემცირდება შეცდომები და გაიზრდება მათი პროდუქტიულობა.
რიგ შემთხვევებში შესაძლოა დამსაქმებელმა თვითონ შესთავაზოს სწორად ძილისათვის საჭირო თერაპიის კურსი, ან თუნდაც სამუშაო ადგილას მოსასვენებელი სივრცე. საბოლოოდ ეს კარგ ინვესტიციად შესაძლოა იქცეს, რადგან მსგავსი პრაქტიკა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა იაპონიაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top