ნათია თურნავა: მარაგები სავაჭრო ქსელში საკმარისზე მეტია

ეს პერსონა

მარაგები სავაჭრო ქსელში არის საკმარისზე მეტი, - ამის შესახებ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეების წუხილი, რომ რომელიმე პროდუქტის დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს, უსაფუძვლოა.

„ძალიან კარგად არის ჩვენი სავაჭრო სისტემა მომზადებული ყველა გამოწვევისთვის. აქედან გამომდინარე, რაიმე საფუძველი ზოგიერთ პროდუქტზე მოხმარების გაზრდის, არ არსებობს. ჩვენ სრულიად ვმართავთ, მათ შორის ლოჯისტიკურად, მომარაგების საკითხს. ჩვენ ჩართული ვართ თითოეული მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში, თითოეული პრობლემა ძალიან სწრაფად მოდის ჩვენამდე და ჩვენ ამას ვაგვარებთ. აქედან გამომდინარე, არანაირი საფრთხე შეუფერხებელი მიწოდების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საქონლის, არ არსებობს. ყველა მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, ნუ აყვებიან ირაციონალურ შიშებს. კორონავირუსი ესაა გლობალური და ახალი გამოწვევა. რასაკვირველია, ყველანი ცოტათი ვღელავთ, მაგრამ ეს არ არის საფუძველი, რომ ავყვეთ უსაფუძვლო აჟიოტაჟს და წუხილს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top